საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის განცხადება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გამოკლებული წევრების არჩევნების გამოცხადების და დანიშვნის შესახებ
თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 18 იანვრის №24/6 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აკადემიურ საბჭოში მედიცინის ფაკულტეტიდან ორი წარმომადგენლის ვაკანტურ ადგილზე, 2019 წლის 15 თებერვალს დაინიშნა არჩევნები.
მედიცინის ფაკულტეტიდან აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი) შესახებ.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 24 იანვარს და დასრულდება 2019 წლის 04 თებერვალს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 1100 საათიდან 1600 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მის. ვაჟა-ფშაველას გამზ.,33ა , თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 207. ტელ.- 2 542443
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს განცხადება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის საბჭოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (2019 წლის 23 იანვარი, ოქმი N4), 2019 წლის 14 თებერვალს დაინიშნა ფარმაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნები.
კანდიდატი შეიძლება იყოს ფაკულტეტის პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ასისტენტ-პროფესორი. კანდიდატებმა თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში უნდა წარმოადგინონ: განცხადება, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, CV, ცნობა თსსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.
კანდიდატთა საბუთების მიღება თსსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში დაიწყება 2019 წლის 24 იანვარს და დასრულდება 2019 წლის 31 იანვარს.
საბუთების მიღება იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ., 33ა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი # 224 ტელ.- 2 54 24 14.
ილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტში დამლაგებლის თანამდებობაზე:
სამუშაო საათები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12.30-დან 20.30-მდე.
შრომის ანაზღაურება 450 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე საერთო სარგებლობის 5 ტუალეტის და მიმდებარე ფართების სისტემატური მოწესრიგება;
ღონისძიებების დროს, პირველ სართულზე მდებარე დარბაზებში (3) და სასადილოში სისუფთვესა და მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობა.
საბუთები მიიღება 2019 წლის 21 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით, თსსუ-ის ადმინსიტრაციულ კორპუსში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მე-3 სართულზე 317 ოთახში, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10-დან 18 საათამდე.
მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ.
მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი N1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის N119/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის“ მე-18 მუხლის საფუძველზე, 2018 წლის 20 დეკემბერს დაინიშნა მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანის არჩევნები. კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:
1) განცხადება;
2) პირადობის მოწმობა /პასპორტი;
3) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (ჯანდაცვის მიმართულებით) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4) უცხოელ სტუდენტებთან მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
5) ცნობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაკავებული აკადემიური თანამდებობის (პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის) შესახებ;
6)კანდიდატის სამოქმედო გეგმა;
მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 29 ნოემბერს და დასრულდება 12 დეკემბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველ დღე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.
მის: ვაჟა-ფშაველას გამზ.,N 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი მე-2 სართული, ოთახი N207. ტელ: 2-542-443
ბიბლიოთეკაში დიგიტიზაციის მთავარი სპეციალისტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დიგიტიზაციის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი, 2018 წლის 16 ივლისის განცხადებაში მითითებული პირობებით, გაუქმებულია. აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი ახალი პირობებით გამოცხადდება უახლოეს მომავალში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი, 2018 წლის 16 ივლისის განცხადებაში მითითებული პირობებით, გაუქმებულია. აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურსი ახალი პირობებით გამოცხადდება უახლოეს მომავალში.
ვაკანსია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნვერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორის მოადგილის 1 ვაკანტურ ადგილზე.
სამუშაოს აღწერილობა:
კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა, ძირითადი ფუნქციები:
1. ცენტრის საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესება, საერთაშორისო აკრედიტაციისათვის მომზადება და ცენტრის შემდგომი ინტერნაციონალიზაცია ევროპულ პროექტებში ჩართვის გზით;
2. ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით, ცენტრის მონაწილეობის ორგანიზება სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება- უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
სამუშაო გამოცდილება: კვლიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
ენების ცოდნა: ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა Ms Word, Ms Excel ,Internet Explorer, Ms Power Point.
აუცილებელი უნარები:
ა) ორგანიზების უნარი;
ბ) დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს : პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, CV, 2 ფერადი ფოტოსურათი.
საბუთები მიიღება:
2018 წლის 11 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ( შაბათ-კვირის გარდა), თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მე-8 სართულზე 813–ე ოთახში; ან გამოგვიგზავნეთ საბუთების ელექტრონული ვერსიები ელექტრონულ მისამართზე : tsmu.hr@gmail.com.
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში.
საბუთები აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის მიიღება 2018 წლის 25 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით ყოველდღე, 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ., 33, I სართული, ოთახი # 22).
საკონკურსო აკადემიური თანამდებობები
საკონკურსო სამეცნიერო თანამდებობები
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4
ვაკანსია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამედიცინო განათლების კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის – 2 ვაკანტურ ადგილზე.
სამუშაოს აღწერილობა:
სტრატეგიული განვითარების გეგმის შესამუშავებლად შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
სტრატეგიული გეგმის შესრულების პროცესის მონიტორინგის მიზნით, უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან
თანამშრომლობა;
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად უნივერსიტეტის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა, უნივერსიტეტის ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის მასალების მომზადება;
უნივერსიტეტისთვის სტრატეგიული პარტნიორებისა და ფონდების მოძიება, მათთან ურთიერთობის დამყარება;
უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციის პერსონალისთვის ტრენინგების ორგანიზება;
აკადემიური განვითარების ცენტრში ვორქშოპების, სემინარების ორგანიზებაში მონაწილეობა;
აკადემიური პერსონალის მიერ სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის დაუფლების შეფასების და შედეგების სტატისტიკური ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
ერთ ვაკანტურ ადგილზე_უმაღლესი განათლება, განათლების ადმინისტრირების მაგისტრი;
მეორე ვაკანტურ ადგილზე _ უმაღლესი სამედიცინო განათლება, მედიცინის აკადემიური დოქტორი;
სამსახურის სტაჟი: კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
ენების ცოდნა: B2/C1 დონის ინგლისური ენა;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Word, Excel, Power Point, SPSS
- აუცილებელი უნარები:
- ორგანიზების უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
სტრატეგიული და ანალიტიკური უნარი.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ასლი, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სამეცნიერო ხარისხის დიპლომის ასლი, CV.
საბუთები მიიღება:
2018 წლის 28 მაისის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), თსსუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში, მე-8 სართულზე 813 ოთახში.
ან გამოგვიგზავნეთ საბუთების ელექტრონული ვერსიები ელექტრონულ მისამართზე: tsmu.hr@gmail.com
2017 წელი
- საკონკურსო აკადემიური თანამდებობები
- საკონკურსო სამეცნიერო თანამდებობები
- აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი
- დანართი 1
- დანართი 2
- დანართი 3
- დანართი 4
2016 წელი
- განცხადება
- პირადობის მოწმობის ასლი
- კანდიდატის სამოქმედო გეგმა
- განცხადება
- პირადობის მოწმობის ასლი
- კანდიდატის სამოქმედო გეგმა
- განცხადება
- პირადობის მოწმობის ასლი
- კანდიდატის სამოქმედო გეგმა
- განცხადება
- პირადობის მოწმობის ასლი
- კანდიდატის სამოქმედო გეგმა
- საკონკურსო აკადემიური თანამდებობები
- საკონკურსო სამეცნიერო თანამდებობები
- თსსუ–ში აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი
- დანართი 1
- დანართი 2
- დანართი 3
- დანართი 4
- საკონკურსო აკადემიური თანამდებობები
- აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო კომისიის მუშაობის რეგლამენტი
- დანართი 1
- დანართი 2
- დანართი 3
- დანართი 4