თსსუ-ის მომღერალ ვაჟთა გუნდისა და გოგონათა ანსამბლ „დეკას“ სოლო კონცერტი

თსსუ-ის მომღერალ ვაჟთა გუნდისა და გოგონათა ანსამბლ „დეკას“ სოლო კონცერტი

2018 წლის 23 მაისს, 19:00 სთ-ზე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სპორტისა და ხელოვნების ცენტრი წარმოგიდგენთ თსსუ-ის ცეკვისა და სიმღერის სახალხო ანსამბლის მომღერალ ვაჟთა გუნდისა და გოგონათა ანსამბლ "დეკას" სოლო კონცერტს. სცენაზე გაჟღერდება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული და ტრადიციული სიმღერის ნიმუშები.

ღონისძიება გაიმართება  თსსუ-ის მე-3 სასწავლო კორპუსის მე-3 სართულზე , თეატრალურ დარბაზში.


ხელმძღვანელები: დავით რატიანი და დათუნა რატიანი.

დასწრება თავისუფალია!