2018 წლის, 22-30 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი:
22 სექტემბერი - გახსნის ცერემონიალი
(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორია)
ინოვაციური პროექტების გამოფენა
1. თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული ორიგინალური სამკურნალო პრეპარატების გამოფენა.
2. თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის, ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტის/თსსუ-ის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნება - „ახალი ინფრაწითელი სპექტროსკოპიის გამოყენება პორტსმენთა კუნთოვანი ქსოვილის ოქსიგენაციის მონიტორირებისათვის“.
24 სექტემბერი
1. სამეცნიერო შოუ - „ჩემი ექსპერიმენტები“ - თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი. ბელიაშვილის ქ. 76. 12.00სთ;
2. სამეცნიერო შოუ - „სტოპ ბაქტერიას!“ - ვლ. ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი. ბელიაშვილის ქ. 76. 14.00სთ.
3. პრეზენტაცია - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო - „სამეცნიერო კვლევის საფუძვლები და უნარ-ჩვევები“ . საბჭოს დარბაზი. 14.00სთ;
4. მასტერკლასი - ”პირველადი სამედიცინო დახმარება - სიცოცხლის გადასარჩენად!“ - თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი; ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (GMSA). თსსუ-ის ეზო, 14.30 სთ;
5. ვორკშოპი – „ბიოსამედიცინო კვლევის მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები“ - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი. საბჭოს დარბაზი. 15.00სთ.
25 სექტემბერი
1. ექსკურსია - „ქართული ფარმაცია, მეცნიერება და წამალი – ტრადიციების პატივისცემით მომავლისაკენ“ - თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი. პ. სარაჯიშვილის ქ. 36. 12.00სთ;
2. ვორკშოფი - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იშვიათი გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირებაში“ - თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი - პროფ. ელენე აბზიანიძე, ასოც. პროფ. თინათინ ტყემალაძე. თსსუ, საბჭოს დარბაზი. 13:00 სთ;
3. საჯარო ლექცია - „კბილთა ტრავმული დაზიანებებისა და მასთან დაკავშირებული ესთეტიკური პრობლემების რაციონალური მართვა“- თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინე მამალაძე. თსსუ, საბჭოს დარბაზი. 16:00სთ.
26 სექტემბერი
1. მასტერკლასი - „პირის ღრუს სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში“ - თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა. თსსუ, საბჭოს დარბაზი. 12.00სთ;
2. მასტერკლასი - „თანამედროვე მიღწევები და გამოწვევები ოპერაციულ ოდონტოლოგიასა და ენდოდონტიაში“ - თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკა, ოდონტოლოგიის დეპარტამენტი .თსსუ, საბჭოს დარბაზი, 15.00სთ.
27 სექტემბერი
1. სტუდენტური სასწავლო კონფერენცია - „მედიცინის აქტუალური საკითხები, ინოვაციები და პერსპექტივები“ - ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება. თსსუ, სადისერტაციო დარბაზი. 14.00სთ
28 სექტემბერი
1. საჯარო ლექცია - „ჭკვიანი წამალი“ - თსსუ-ის ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე. თსსუ, საბჭოს დარბაზი. 12.00სთ;
2. სამეცნიერო შოუ - „წამლის ქიმიური და ბიოლოგიური საფუძვლები“ - თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტი. თსსუ, IV სასწავლოკორპუსი, IV სართული; 14.00სთ;
3. სამეცნიერო შოუ - თსსუ–ის ფარმაცევტული ფაკულტეტი; თსსუ, , IV სასწავლო კორპუსი, IV სართ. 15.00სთ.
29 სექტემბერი
1. საჯარო ლექცია - „პორტრეტი ნიკოლოზ ბარათაშვილისა“ - თსსუ-ის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბესარიონ კილასონია. თსსუ, სადისერტაციო დარბაზი. 12.00სთ;
2. მასტერკლასი - ქირურგიული კვანძების დადება - გიორგი ჩილინგარაშვილი - ქართველ მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია(GMSA). თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, გუდამაყრის #4. 12.00სთ
ფესტივალის გახსნის ცერემონიალი: