2018 წლის 15-16-17 ოქტემბერს ჩატარდება დიალიზში მომუშავე პერსონალის, ექთნების და ექიმების გაერთიანებული სკოლა-სემინარი.
კურსს წაიკითხავენ საერთაშორისო სპიკერები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ექთნის როლის მნიშვნელობას ნეფროლოგიურ პაციენტთა მომსახურების პროცესში. სკოლა - სემინარის სასწავლო მასალა ეყრდნობა ევროპისა და ამერიკის გაიდლაინებს და პროტოკოლებს, ასვე საერთაშორისო სტანდარტებს დიალიზით მომსახურების საკითხებში.
პროგრამაში ჩართულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირება, რომელიც ჩატარდება მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ნეფროლოგიურ დეპარტამენტში.
ორგანიზატორები:
საერთაშორისო ნეფროლოგიური საზოგადოება (ISN)
საქართველოს დიალიზის, ნეფროლოგიისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის კავშირი (DNT union)
პროგრამის მიზანი:
გაფართოვდეს დიალიზში მომუშავე პერსონალის, განსაკუთრებით ექთნების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
სკოლა-სემინარი დიალიზის ექთნის სკოლის დაარსების პირველი ნაბიჯია, რასაც მოყვება 2019 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომურ სწავლებაში ექთნებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების კურსის ორგანიზება, რომელიც მნიშვნელოვნად აამაღლებს დიალიზის ექთნის პროფესიონალიზმს.