საერთაშორისო კონფერენცია - სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი

საერთაშორისო კონფერენცია - სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი

2018 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საჩხერეს რეგიონული ჰოსპიტალის, ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით  ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია „სისტემური ბიოლოგია - XXI საუკუნის მედიცინისა და ჯანდაცვის ფუნდამენტური ბაზისი“.  

   

კონფერენციაზე განხილული იქნება რადიაციული, ქიმიური და გარემოს სხვა რისკ-ფაქტორებისადმი ადამიანის მგრძნობელობის  მნიშვნელობა ავთვისებიან სიმსივნეთა სხვა ქრონიკულ დაავადებათა განვითარებაში. ამ ფენომენის როლი ჯანმრთელობის რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიაში.

წარმოდგენილი და განხილული იქნება ექსპერიმენტული, კლინიკური და პოპულაციაზე ბაზირებულ გამოკვლევათა შედეგები უჯრედული რადიომგრძნობელობის მოლეკულური მექანიზმების,  ფიზიოლოგიურ სისტემათა ადაპტაციურ-კომპენსატორული რესურსისა და ჰორმეზისის ფენომენის როლზე ადამიანის, როგორც მთლიანის, სისტემა წარმომქმნელი თვისების - გარეშე ზემოქმედებებისადმი მგრძნობელობის ფორმირებაში.  განხილული იქნება ჯანმრთელობის გენეტიკური რისკისა და კლინიკური გენეტიკის რიგი აქტუალური საკითხები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ დარგში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტები და ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები.

26 ოქტომბერს ღონისძიება გაიმართება თსსუ-ის სადისერტაციო დარბაზში.
მის: ვაჟა-ფშაველას 33, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული.


იხილეთ პროგრამა

ინტერპრესნიუსი ღონისძიების შესახებ