მონუმენტის  საზეიმო  გახსნის  ცერემონია

მონუმენტის საზეიმო გახსნის ცერემონია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი  გიწვევთ   ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის და ბედნიერების მონუმენტის  საზეიმო  გახსნის  ცერემონიალზე.

ბედნიერების საერთაშორისო აკადემია   9  ქვეყნის „ბედნიერ თანამოაზრეთა“ მიერ  (52 ხელმომწერი) სიმბოლურად  დაფუძნდება   და „ბედნიერების“ მონუმენტი აღიმართება  2019 წლის 1 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან  (თბილისი, ვაჟა–ფშაველას  გამზ., 33). 

                                                           მოქანდაკე -  ლევან   ვარდოსანიძე ;      იდეა - ექიმ  არსენ  გვენეტაძის     

ბედნიერების საერთაშორისო აკადემიის მიზანია, გახადოს ადამიანი უფრო ბედნიერი და ამით  გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრების ხარისხი.

მონუმენტის შესახებ:

სკულპტურული კომპოზიცია „ბედნიერება“ წარმოადგენს ბედნიერების, როგორც ცნების, განზოგადებას, რისთვისაც ქანდაკებაში გამოყენებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის აღმნიშვნელი 5 ოლიმპიური ფერი. სკულპტურის დამაგვირგვინებელ კომპოზიციურ დომინანტს წარმოადგენს კაშკაშა მზის სიმბოლო, როგორც დედამიწაზე სიცოცხლის და ბედნიერების უშრეტი წყარო! „დაბადება“, „აღმასვლა“, „განათლება“ და „წარმატება“ „ბედნიერებაა“  ცალკეული ადამიანისა და  მთელი სამყაროსათვის,  რამეთუ  ყველა ამ ცნების ერთობლიობა  ანიჭებს  ადამიანს  შინაგან თავისუფლებას - ბედნიერებას!  სკულპტურა პატივისცემით  მიეძღვნა  და  გადაეცა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს.

„ბედნიერ  თანამოაზრეთა“  იდეაა  ბედნიერების სკვერისა და მონუმენტის    ტირაჟირება–იმპორტირება  საკუთარ ქვეყნებში, მათ შორის   –  საუნივერსიტეტო სივრცეებში. ამისთვის წარმატებული  ექიმები, პროფესორები და ბიზნესმენები საგანგებოდ ჩამოდიან  ბედნიერების მონუმენტის  გახსნის ცერემონიალზე საქართველოში.