სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 2 მაისს 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  მოლეკულურ და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტს სტუმრად ეწვევა სამხრეთ კაროლინის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, სიმსივნის ტრანსლაციური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტარგეტული თერაპიის ცენტრის დირექტორი ი.რობინსონი. 

პროფესორი რობინსონი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხავს ლექციას, თემაზე: „Targeting cancer metastasis and drug resistance through CDK8/19”. 

მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33,  I სასწავლო კორპუსი,  IV სართული.