მე-5 სამედიცინო სასწავლო კონფერენცია

მე-5 სამედიცინო სასწავლო კონფერენცია

2019 წლის 3 მაისს, 16:00 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების მიერ იგეგმება ,,მე-5 სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - 5th Medical Teaching Conference [MTC]". მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, ბიომედიცინის და სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. 

•      სასურველია მოხსენება შეეხებოდეს მედიცინის უახლეს მიღწევებს, მკურნალობის ახალ მეთოდებს და ა.შ; 

მოხსენების ენა - ქართული;

პრეზენტაცია უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ მოხსენების სახით (პოსტერული ნამუშევრები არ მიიღება);

ერთ მოხსენებაზე მუშაობა შეუძლია მაქსიმუმ ორ სტუდენტს;

მოხსენებას წარადგენს მხოლოდ ერთი სტუდენტი;

სექციურ სხდომაზე მოხსენების ხანგრძლივობა მოიცავს 7 წუთს. გათვალისწინებულია დამატებითი დრო შეკითხვებისა და დისკუსიისთვის (2-3 წთ.);

•       თითოეული მონაწილე დაჯილდოვდება მონაწილის სერტიფიკატით;

•       ჟიურის მიერ დასახელდება სამი საუკეთესო მოხსენება;

•       ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Power point 2007-2010-ში, რომელიც უნდა აიტვირთოს სარეგისტრაციო ფორმაში რეგისტრაციის გავლისას;

•       რეგისტრაციის ბოლო ვადა - 27 აპრილი!


მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე:  https://forms.gle/MJQ2mAEgG5ooL8j59

მის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პირველ სასწავლო კორპუსი, „ცისფერი დარბაზი“. 

დასწრება თავისუფალია!

გისურვებთ წარმატებებს!