8 მაისი 2019 წელი
16:00 სთ
1. ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის გამოკლებული წევრის არჩევნების შესახებ; ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობა (მომხს. - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნელი ყურაშვილი).
2. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის რეაკრედიტაციის შესახებ (მომხს. – ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დალი ბერაშვილი).
3. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას და რექტორის აპარატის უფროსის ირინა კაპეტივაძის ინსბრუკში (ავსტრია) მივლინების ანგარიში (მომხს. - რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე).
4. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის სეულში (კორეა) მივლინების ანგარიში (მომხს. - ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე).
5. ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამების (ქართული, ინგლისური) დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მარინე მათიაშვილი).
6. საექთნო საქმის (ექთანი) ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამის დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი მედეა ჯღარკავა).
7. საექთნო საქმის (ბებიაქალი) საბაკალავრო პროგრამის დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი მედეა ჯღარკავა).
8. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ (მომხს. - იურიდიული სამსახურის უფროსი მზია დუნდუა).
9. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა (მომხს. - ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ია ფანცულაია).
სხვადასხვა: