იწყება ყოველწლიური საზაფხულო სტაჟირების პროგრამა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
2019 წლის 15 ივლისიდან –2 აგვისტოს ჩათვლით განხორციელდება საზაფხულო სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგი სემესტრის სტუდენტებს:
• მედიცინის ფაკულტეტი (VII;VIII;IX;X;XI სემესტრი)
• სტომატოლოგიის ფაკულტეტი(V; VI; VII; VIII; IX სემესტრი)
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)
• ფიზიკური მედიცინა და რებილიტაციის ფაკულტეტი (V; VII; VII სემესტრი)
• ფარმაციის ფაკულტეტი (V; VII; VII სემესტრი)
სტაჟირების პროგრამა განხორციელდება საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე (სურვილის შემთხვევაში) რეგიონებში. რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება (დეპარტამენტი).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს (ადმ. კორპუსი ოთახი N101); ტელ: 577 57 57 82
რეგისტრაცია განხორციელდება 1–8 ივლისს.