2019 წლის 23 ივლისს 1600 საათზე თსსუ-ის #122 დარბაზში
ჩატარდება ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
სხდომის დღის წესრიგი
1. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის სხდომის შესახებ - ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი გურამ სანადირაძე;
2. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის ცვლილების შესახებ – დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია;
3. სამაგისტრო პროგრამის ,,რეაბილიტაცია სპორტში“ დამტკიცების შესახებ – დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია;
4. 2018-2019 სასწავლო წლის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ – დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია;
5. 2018-2019 სასწავლო წლის საექთნო საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა;
6. საექთნო საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური მოსწრების ანალიზი - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა;
7. 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდამობილობის შესახებ – დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია;
8. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სიმბოლიკის შესახებ - დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია;
9. სხვადასხვა.