2019 წლის 8 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის (ვაჟა–ფშაველას გამზირი №33) საკონფერენციო დარბაზში შედგება ნათელა პაქსაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „ღვიძლის კიბოს მკურნალობის ორი განსხვავებული სტრატეგიის-რადიოსიხშირული აბლაციისა და ღვიძლის ქირურგიული რეზექციის შედარებითი ანალიზი“ საჯარო დაცვა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
მალხაზ მიზანდარი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თინათინ ჩიქოვანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ექსპერტები:
გრიგოლ ნემსაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;
რემა ღვამიჩავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ბორის კორსანტია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.