ხელმძღვანელი კომიტეტი კურირებს EUA – ის შემეცნებით და სასწავლო აქტივობებს, რომელიც მოიცავს :
- ყოველწლიური ევროპული შემეცნებითი და სასწავლო ფორუმის ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს EUA – ის წევრებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას;
- თემატურად ერთგვაროვანი ჯგუფების მუშაობის ორგანიზება, კონტროლი, რომელთა კონკრეტული სამუშაო თემების გაწერა და განახლება მოხდება ყოველწლიურად;
- მხარდაჭერა ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაფართოების რიგ პროექტებში;
- ინტერნეტ სემინარებისა და სოციალური მედიის საშუალებით ინსტიტუციონალური ჩართულობისა და ჯგუფური სწავლების ხელშეწყობა.
EUA ეძებს ხელმძღვანელი კომიტეტის ახალ წევრებს. აპლიკანტების განაცხადები მიიღება 2020 წლის 9 იანვრამდე .
განაცხადების მიღების პროცესზე შერჩევის კრიტერიუმებზე დამატებითი ინფორმაციისათვის შეკითხვებით შეგიძლიათ მიმართოთ Tia Loukkola - ს EUA-ს ინსტიტუციონალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს - tia.loukkola@eua.eu