2020 წლის 8 ოქტომბერს 15:00 საათზე ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციური წესით.
დღის წესრიგი:
1. ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შესაყვანი სტუდენტების განახლებული სიის დამტკიცება.
/მომხსენებელი - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, თამარ ჩიკვილაძე/;
2. 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასესიო პერიოდის შედეგები.
/მომხსენებელი - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, თამარ ჩიკვილაძე/;
3. ფარმაციის ფაკულტეტზე განხორციელებული მობილობის შესახებ.
/მომხსენებელი- ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანა ბოჟაძე/;
4. სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ.
/მომხსენებელი - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ–პროფესორი ია წურწუმია/;
5. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - „საქართველოში მოზარდი Astragalus bungeanus-ის ფიტოქიმიური შესწავლა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოვლენის და მედიცინაში გამოყენების მიზნით“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: მ. ალანია, ლ. წიკლაური.
/მომხსენებელი ლია წიკლაური - თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი/;
6. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - “საქართველოში კულტივირებული Yucca gloriosa-დან წარმოებული ტიგოგენინის საფუძველზე ახალი აზოტშემცველი სტეროიდების სინთეზი და ფარმაკოლოგიური მოქმედების შეფასება“. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ნ. ნადარაია , ე. ქემერტელიძე.
/მომხსენებელი ნანული ნადარაია - თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი/.
7. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - “გვარი Sympytum-ის სახეობებიდან იზოლირებული ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური პოლიმერების ანალოგების სინთეზი და ბიოლოგიური შეფასება“.სამეცნიერო ხელმძღვანელები: მ. მერლანი , ლ. მსხილაძე.
/მომხსენებელი მაია მერლანი - თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი/.
8. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - “საქართველოში მოზარდი გვარი Primula-ს ზოგიერთი სახეობის მეორადი მეტაბოლიტების ფიტოქიმიური შესწავლა და ბიოლოგიური შეფასება”- განხილვა. სამეცნიერო ხელმძღვანელები: ლ. მსხილაძე, კ. მულკიჯანიანი.
/მომხსენებელი კარენ მულკიჯანიანი – თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი/
9. სხვადასხვა.