ცხადდება კონკურსი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში ზადარის უნივერსიტეტში (ხორვატია).
მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საექთნო საბაკალავრო და პროფესიული პროგრამების სტუდენტების მობილობა კრედიტების დაგროვებით ( credit mobility).
მობილობის ხანგრძლივობა: 5 თვე, მობილობის დასაწყისი –2022 წლის გაზაფხულის სემესტრი;
მობილობასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, სწავლა და ცხოვრება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
•ნიშნების ამონაწერი GPA (ინგლისურ ენაზე)
•ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი B2 დონე
•CV ფოტოსურათით-ევროპულ ფორმატში (ინგლისურ ენაზე)
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის პირველადი შემოწმება და ნომინაცია მოხდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერაზმუს + პროგრამის კოორდინატორის მიერ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატთან შეთანხმებით.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 418, ელ.ფოსტა n.kandelaki@tsmu.edu
მონაწილეთა საბოლოო შერჩევა და სტიპენდიის მინიჭება ხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა -3 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ