მიუნხენის (გერმანია) ლუდვიგ მაქსიმილიანის საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირების მსურველ სტუდენტთა შესარჩევი გასაუბრება ჩატარდება ონლაინ, 2021 წლის 16 ნოემბერს 16:00 საათზე.
გასაუბრებას ჩაატარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის საპატიო დოქტორი, პროფესორი გიორგი გრიგოლია.
სტაჟირების პერიოდი: - 2022 წლის იანვარი - მარტი (2-დან 3 თვემდე).
სტაჟირების ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ პროფ. ნოდარ გრიგოლიას გერმანიაში დაარსებული საერთაშორისო მედიცინის განვითარების ფონდიდან სტიპენდიას, უზრუნველყოფილნი იქნებიან უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელით და ერთჯერადი კვებით.
მოთხოვნები: გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგი ცოდნა და გამართული საუბარი (B2-C1).
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 ნოემბერი.
რეგისტრაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: https://sms.tsmu.edu/sms/
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი# 418; ტელ.: 032 2 542 450)
გისურვებთ წარმატებას!