თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

2022 წლის 25 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის VII მოწვევის არჩევნები ჩატარდება. 

თსსუ–ის სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული იქნება 126 წევრი.  

არჩევნებში მონაწილეობა, როგორც აქტიური, ასევე პასიური ხმის უფლებით, შეუძლია თსსუ-ის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.

თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2022 წლის 2 მაისიდან 2022 წლის 16 მაისის  18:00 საათამდე.

სტუდენტური ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.

დაინტერესებულ პირებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადების სპეციალური ფორმით. განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე.

ბრძანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის შესახებ იხილეთ  ბმულზე.  

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება #1 (ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების ფუნქციების განაწილების შესახებ)  იხილეთ ბმულზე

მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33; თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, ოთახი N101; 

სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი; 12:00-18:00 სთ.

Mail: shakomeskhi@yahoo.com