მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 11 ოქტომბრის სხდომის #2 გადაწყვეტილებით, მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ასარჩევად 2022 წლის 01 ნოემბერს დაინიშნა არჩევნები.
მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატებმა თსსუ-ის საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება,
- პირადობის მოწმობა, ან პასპორტი,
- მედიცინის აკადემიური დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი,
- ცნობა თსსუ-ის აკადემიური თანამდებობის შესახებ (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი).
მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 12 ოქტომბერს და დასრულდება 2022 წლის 17 ოქტომბერს.
რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი # 224.