2022 წლის 10 ნოემბერს, 15:00 საათზე, მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან დაავადებათა N1 დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ კახაბერ ჭელიძის საჯარო ლექცია - ,,ნაწლავური მიკრობიოტა და ათეროსკლეროზი".
ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N 33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, „საბჭოების დარბაზი“.