ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის (Staff Mobility for Teaching Assignments (STA) ფარგლებში თსსუ-ის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი სტიპენდიის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორ სასარის უნივერსიტეტში (იტალია).
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 21/12/2023 - 29/12/2023
მიმართულებები: ონკოლოგია/ონკოჰემატოლოგია, პედიატრია, სტომატოლოგია (პედიატრიული სტომატოლოგია) და ყბა-სახის ქირურგია.
აკადემიური პერსონალის მობილობა გულისხმობს მოკლევადიან ვიზიტს მასპინძელ უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობისთვის).
მობილობის პერიოდია 2024 წლის გაზაფხულის სემესტრი.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
• CV ინგლისურ ენაზე;
• ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ან ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების არანაკლებ 5 წლის სტაჟი.
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: iad@tsmu.edu და n.kandelaki@tsmu.edu არაუგვიანეს 2023 წლის 29 დეკემბრისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
ტელ: +995 32 54 24 51/48