საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია  თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის საკითხები მიკრობიოლოგიაში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებით

საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის საკითხები მიკრობიოლოგიაში აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებით

მსოფლიო ანტიმიკრობული ცნობიერების ამაღლების კვირეულის (17-23 ნოემბერი) ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი, ადგილობრივ და რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, აწყობს „საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციას – თანამედროვე გამოწვევები და გლობალური ჯანდაცვის საკითხები მიკრობიოლოგიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებით“.

ეს კონფერენცია შეეხება მიკრობიოლოგიის ძირითად საკითხებს, მათ შორის ანტიმიკრობულ რეზისტენტობას, პანდემიის პრევენციისა და მზადყოფნის სტრატეგიებს, ბაქტერიოფაგების, როგორც ანტიბიოტიკების თერაპიული ალტერნატივების, კვლევას და სხვა ახალ გამოწვევებს კლინიკური მიკრობიოლოგიის, ინფექციური დაავადებებისა და მედიცინის სხვა მიკრობიოლოგიასთან დაკავშირებულ სფეროებში.

საპატიო მომხსენებლები იქნებიან საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტი-საქართველოს წარმომადგენლები. 

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ექიმები , მეცნიერები , მკვლევარები და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები, როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა ქვეყნებიდან , მათ შორის თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუმინეთიდან, დანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და უკრაინიდან.

ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ პროფესორ რობერტ ლეო სკოვს , კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპის საზოგადოების (ESCMID) პრეზიდენტს, რომელიც ისაუბრებს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გლობალურ გამოწვევაზე. 

კონფერენცია ეძღვნება პროფესორ თამაზ კერესელიძის დაბადებიდან 100 წლისთავს, გამოჩენილი ქართველი მიკრობიოლოგისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიდერის, რომლის მემკვიდრეობაც აგრძელებს მეცნიერთა თაობების შთაგონებას.

წინასწარი განრიგი: 2025 წლის 22 ნოემბერი — ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციები, ძირითადი მოხსენებები და სამეცნიერო სესიები ექიმების, მეცნიერებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

დეტალური პროგრამა მალე გამოცხადდება. კონფერენცია მოიცავს საკვანძო ლექციებს, სამეცნიერო პრეზენტაციებსა და დისკუსიებს გლობალურ და რეგიონულ მიკრობიოლოგიის აქტუალურ თემებზე.

რეგისტრაცია გაიხსნება აგვისტოში.

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 33, თბილისი, საქართველო

საორგანიზაციო კომიტეტი:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია

საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციების კონტროლის სპეციალისტთა ასოციაცია

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

ივანე თარხნიშვილის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება

დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

t.didbaridze@tsmu.edu 

tarkhnishvili@tsmu.edu 

+995 599 57 46 94 

+995 596 16 19 19

                                                         ეძღვნება თამაზ კერესელიძის 100 წლის იუბილეს 


                                                    

                                                                                                          1925–1998

წელს სრულდება 100 წელი თამაზ კერესელიძის დაბადებიდან — გამოჩენილი ქართველი მიკრობიოლოგის, ექიმისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლიდერის, რომლის მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.

თამაზ კერესელიძემ 1948 წელს დაამტავრა თბილისის სახელმფისო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1974 წლიდან – 1995 წლამდე ამავე უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის გამგეა. პროფესორმა კერესელიძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გლობალური ჯანდაცვის განვითარებაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მის მიერ ყვავილის წარმატებული ერადიკაციის პროცესში მონაწილეობისთვის სამხრეთ აზიაში მას ჯილდოს სახით  გადაეცა პრესტიჟული ბიფურკაციის ნემსი და სამუშაო ჯგუფთან ერთად წარდგენილ იქნა ნობელის პრემიაზე.

მისი სამეცნიერო წარმატებები და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართ თავდადება დღემდე შთაგონების წყაროა მედიცინის მომავალი თაობებისთვის.