სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში - 2026-2027

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში - 2026-2027

გაიხსნა რეგისტრაცია სასტიპენდიო პროგრამებზე უნგრეთში "Stipendium Hungaricum 2026-2027"

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მხრიდან ფინანსდება საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო (OTM), სადოქტორო საფეხურების აკადემიური პროგრამები, სემესტრული გაცვლითი პროგრამები და სასერტიფიკატო (Non-degree) კურსები.

წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებული სამაგისტრო და სემესტრული გაცვლითი პროგრამები, სასერტიფიკატო (Non-degree) კურსები: https://stipendiumhungaricum.hu/…/BA_MA_OTM_Call_for…

სადოქტორო პროგრამები: https://stipendiumhungaricum.hu/…/PhD_Call_for_Applications…

ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს:

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სისტემაში 2025 წლის 14 ნოემბრიდან - 2026 წლის 15 იანვრის 17:00 საათამდე (ადგილობრივი/თბილისის დროით). 

უნგრეთის Dream Apply -ის სისტემაში 2025 წლის 14 ნოემბრიდან - 2026 წლის 15 იანვრის 14:00 საათამდე (ცენტრალური ევროპული დროით).

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის კონსულტაციები ჩატარდება განაცხადების მიღების პერიოდში

20 ნოემბერი (Online) – 14:00 სთ.

https://us02web.zoom.us/j/85620567822… 

Meeting ID: 856 2056 7822 Passcode: 866349

25 დეკემბერი (Online) – 14:00 სთ.

https://us02web.zoom.us/j/87214984862… 

Meeting ID: 872 1498 4862 Passcode: 261639 

12 იანვარი (Online) – 14:00 სთ.

https://us02web.zoom.us/j/87357355040… 

Meeting ID: 873 5735 5040 Passcode: 071174

27 ნოემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ. 

4, 11, 18 დეკემბერი - სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 14:00 სთ. 

მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.