ქ. თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის

ქ. თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისათვის

ქალაქ თბილისის მერია დამამთავრებელ, 7–12 სემესტრის სტუდენტებს  სთავაზობს სტაჟირების 3 თვიან, არა ანაზღაურებად პროგრამას, რომლის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში (შპს, ა(ა)იპ).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით პროფესიული სტაჟირების მრავალი მიმართულებიდან ერთ–ერთი არის ,,ჯანდაცვა და მედიცინა“. პროგრამის სამუშაო გრაფიკი მორგებულია სასწავლო პროცესზე.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ქ. თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე. http://tbilisi.gov.ge/page/246

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს შემდეგ მისამართზე: ვაჟა–ფშაველას გამზ. N33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, პირველი სართული, თახი N.1, ტელ.: 254 24 00