იწყება ზამთრის ყოველწლიური სტაჟირების პროგრამა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.
2019 წლის 18 თებერვლიდან–1 მარტის ჩათვლით განხორციელდება ზამთრის სტაჟირების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია შემდეგი სემესტრის სტუდენტებს:
მედიცინის ფაკულტეტი (VII;VIII;IX;X;XI სემესტრი)
• სტომატოლოგიის ფაკულტეტი(V; VI; VII; VIII; IX სემესტრი)
• საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)
• ფიზიკური მედიცინა და რებილიტაციის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)
• ფარმაციის ფაკულტეტი (V; VI; VII სემესტრი)
სტაჟირების პროგრამა განხორციელდება საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში როგორც თბილისში, ასევე (სურვილის შემთხვევაში) რეგიონებში. რეგისტრაციისას შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება (დეპარტამენტი).
რეგისტრაციისთვის მიმართეთ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურს (ადმ. კორპუსი ოთახი N101)