სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
აკადემიური საბჭოს სხდომის
დღის წესრიგი
16 მაისი 2019 წელი
16:00 სთ
1. დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამის (ქართული) დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია).
2. სადოქტორო პროგრამის „ფარმაცია“ დამტკიცების შესახებ (მომხს. პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჭინჭარაძე).
3. სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ დამტკიცების შესახებ (მომხს. - პროგრამის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნინო კილაძე).
4. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, ასოცირებული პროფესორის ირაკლი კოხრეიძის მივლინების ანგარიში ავსტრიასა და პოლონეთში (მომხს. - ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი კოხრეიძე).
5. სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 2018 წლის განმავლობაში დანერგილი სიახლეების შესახებ (მომხს. - ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი თამარ ხახუტაშვილი).
6. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ (მედიცინის, მედიცინის საერთაშორისო, სტომატოლოგიის და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტებზე) (მომხს. - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ლიზა ზაზაძე).
7. კლინიკა „ალსს“ - სთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის აფილირებული კლინიკის სტატუსის შეწყვეტის შესახებ (მომხს. - დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ქეთევან ებრალიძე).
8. სულხან ლომინაძისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის სტატუსის შეწყვეტის შესახებ (მომხს. - დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ქეთევან ებრალიძე).
9. სადოქტორო კვლევის პროგრამების დამტკიცების შესახებ (მომხს. - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნინო ვეფხვაძე).
სხვადასხვა: