თსსუ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2019-2020 ქ.თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში, საბერძნეთში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
• თსსუ-ს ბაკალავრიატის სტუდენტებს ( გარდა I, II, XI და XII სემესტრის სტუდენტებისა);
• სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს;
• აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს.
შერჩეული სტუდენტების სია გაიგზავნება თესალონიკის არისტოტეტლეს
აუცილებელი დოკუმენტების ნომინაციისთვის წარდგენის პერიოდი: 13 მარტიდან.
გაცნობებთ, რომ თსსუ –ს მიერ შერჩეული სტუდენტების ონლაინ რეგისტრაციის საბოლოო ვადად მითითებულ საიტზე აღნიშნულია 8 აპრილი.
8 აპრილამდე წარდგენილ ყველა სტუდენტს გაეგზავნებათ გაიდლაინი მაილის მეშვეობით, სადაც აღწერილი იქნება ზუსტად წარსადგენი დოკუმენტები.
ეს დოკუმენტები 6 მაისამდე უნდა ატვირთონ შესაბამის საიტზე. ამის შემდეგ დაიწყება უშუალო შერჩევის პროცესი. არესტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტს 5 სტუდენტის წარდგენის უფლება აქვს.
საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ონლაინ რეგისტრაციისთვის:
• ფოტო
• CV-ს ევროპული ფორმატი (Europass CV) (ინგლისურ ენაზე)
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
• ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი)
• მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდის);
• ენის სერთიფიკატი(ინგლისური ენა B2);
• შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი ( http://qa.auth.gr/en/studyguide;www.auth.gr ) , მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატში);
შენიშვნა:
სასწავლო ხელშეკრულებისთვის აუცილებელია მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ფორმატის გამოყენება;
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://eurep.auth.gr/en/students/international/studies/online_application
სტიპენდიატის შესარჩევი პროცესი:
გასაუბრება ჩატარდება 2 აპრილს15 საათზე;
გასაუბრების ადგილი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი.ოთახი 418
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება მოხდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დოკუმენტაციის შემოწმდება საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურში და გაესაუბრება შესარჩევი
კომისიის მიერ.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ:
nkandelaki@hotmail.com, or nkandelaki@tsmu.edu
გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი: