ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2020 წლის 8 ოქტომბერს 15:00 საათზე ჩატარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციური წესით.

დღის წესრიგი:

1. ფარმაციის ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობაში შესაყვანი სტუდენტების განახლებული სიის დამტკიცება.
/მომხსენებელი - ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი,  თამარ ჩიკვილაძე/;

2.  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასესიო პერიოდის შედეგები.
 /მომხსენებელი -  ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი, თამარ ჩიკვილაძე/;

3. ფარმაციის ფაკულტეტზე განხორციელებული მობილობის შესახებ.
 /მომხსენებელი- ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანა ბოჟაძე/;

4. სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ.
/მომხსენებელი - სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ასისტენტ–პროფესორი ია წურწუმია/;

5.  ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - „საქართველოში მოზარდი Astragalus bungeanus-ის ფიტოქიმიური შესწავლა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოვლენის და მედიცინაში გამოყენების მიზნით“.  სამეცნიერო ხელმძღვანელები: მ. ალანია, ლ. წიკლაური.
/მომხსენებელი ლია წიკლაური - თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი/;

6. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - “საქართველოში კულტივირებული Yucca gloriosa-დან წარმოებული ტიგოგენინის საფუძველზე ახალი აზოტშემცველი სტეროიდების სინთეზი და ფარმაკოლოგიური მოქმედების შეფასება“. სამეცნიერო ხელმძღვანელები:  ნ. ნადარაია , ე. ქემერტელიძე.
/მომხსენებელი ნანული ნადარაია - თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ   თანამშრომელი/.

7. ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - “გვარი Sympytum-ის სახეობებიდან იზოლირებული ბიოლოგიურად აქტიური ფენოლური პოლიმერების ანალოგების სინთეზი და ბიოლოგიური შეფასება“.სამეცნიერო ხელმძღვანელები: მ. მერლანი , ლ. მსხილაძე.
/მომხსენებელი მაია მერლანი - თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ  თანამშრომელი/.

8.  ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამის - “საქართველოში მოზარდი გვარი Primula-ს ზოგიერთი სახეობის მეორადი მეტაბოლიტების ფიტოქიმიური შესწავლა და ბიოლოგიური შეფასება”- განხილვა.   სამეცნიერო ხელმძღვანელები: ლ. მსხილაძე, კ. მულკიჯანიანი.
/მომხსენებელი კარენ მულკიჯანიანი – თსსუ ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი/

9.  სხვადასხვა.