სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის 2024 წლის 20 მაისის ოქმი N1 გადაწყვეტილებით, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანისუფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2024 წლის 10 ივლისს დაინიშნა ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის არჩევნები.
ფარმაციის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტები:
- განცხადება
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (ჯანდაცვის მიმართულებით) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე, ჯანდაცვის მიმართულებით, მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- რეზიუმე (CV)
- კანდიდატის სამოქმედო გეგმა
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 24 ივნისიდან და დასრულდება 2024 წლის 3 ივლისს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა.
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 210. ტელ.: 2 54 24 43.