გერმანიაში სტაჟირების მსურველთათვის

გერმანიაში სტაჟირების მსურველთათვის

4 ივლისს 16:00 საათზე თსსუ I კორპუსის მე-2 სართულზე უცხოური ენების ცენტრში პროფ. ნოდარ გრიგოლიას სახელობის პროგრამით გერმანიაში სტაჟირების მსურველთა შესარჩევ გასაუბრებას სკაიპით ჩაატარებს მიუნხენის ლუდვიგ მედიცინის მეც. დოქტორი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანისის უნივერისტეტის აკადემიური კლინიკის ქირურგიიული განყოფილების უფროსი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის საპატიო დოქტორი, გერმანიის და ბავარიის ექიმთა ასოციაციის წევრი (DÄK) (BLÄK), გერმანიის ქირურგთა საზოგადოების წევრი (DGCH), გერმანიის ზოგად/ და ვისცერალ ქირურგთა საზოგადოების წევრი DGAV), გერმანელ ქირურგთა კავშირის წევრი (BDC), მსოფლიო ქირურგთა ასოციაციის კანდიდატი ISS/SIC ბ-ნი გიორგი გრიგოლია.

მოთხოვნები:
გერმანული ენისა და სამედიცინო ტერმინოლოგიის ძალიან კარგი ცოდნა და გამართული საუბარი.


პირობები:
პრაქტიკის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო საცხოვრებლით, კვებით და მიიღებენ პროფ. ნოდარ გრიგოლიას გერმანიაში დაარსებული ფონდიდად სტიპენდიას.

პრაქტიკის პერიოდი:

Schongau: 5 ივლისიდან 3 თვე, სტიპენდია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ;

Kaufbeuren: 1 აგვისტოდან თვე ნახევარი, სტიპენდია 600 ევრო, ბინა და კვება უფასოდ;

Weilheim: 1 სექტემბრიდან 2 თვე, სტიპნედია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ;

Landshut: 1 ოქტომბრიდან 2 თვე, სტიპენდია 350 ევრო თვეში, ბინა და კვება უფასოდ.