2021 წლის 28, 31 მაისს, 1 და 2 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევა და თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექციებს წაიკითხავს კაიზერ-პერმანენტეს სან-ფრანცისკოს (აშშ) ქრონიკული ტკივილის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამერიკის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის აკადემიის ნამდვილი წევრი გიორგი მიქელაძე.
28 მაისი - ქრონიკული ტკივილის მართვა (ქართულ ენაზე)
31 მაისი - პაციენტთან ურთიერთობა (ქართულ ენაზე)
1 ივნისი - რეაბილიტაციის საფუძვლები (ქართულ ენაზე)
2 ივნისი - ქრონიკული ტკივილის მართვა (ინგლისურ ენაზე)
დასაწყისი 14 საათზე.
ლექციები ჩატარდება თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში (მე-3 სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული) ეპიდემიოლოგიური რეგულაციების, მათ შორის - სოციალური დისტანციის სრული დაცვით. კერძოდ, თითოეულ ლექციას დაესწრება მხოლოდ 200-მდე მსმენელი, რომლებიც დარბაზში ე.წ. „ჭადრაკული“ პრინციპით დასხდებიან.
სტუდენტთა და რეზიდენტთა ლექციებზე დასწრებისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია (ბმული იხ. პირად ელექტრონულ სივრცეში: sms.tsmu.edu).
აკადემიური პერსონალისა და მკვლევარებისთვის ლექციაზე დასასწრებად წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელი არ არის, მათთვის დარბაზში ცალკე სივრცეა გათვალისწინებული.