მაგისტრანტობის  მსურველთა   საყურადღებოდ!

მაგისტრანტობის მსურველთა საყურადღებოდ!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2023–2024 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სამაგისტრო პროგრამის დასახელება

მისაღები კონტინგენტი

ხელმძღვანელი


1.       

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

(სავალდებულო – ინგლისური)

 

45

 

ლევან ბარამიძე

2.       

ეპიდემიოლოგია 

16

ირაკლი მჭედლიშვილი

3.       

გარემოს მედიცინა

16

გენადი კვერენჩხილაძე

4.       

ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება

 

15

 

ირინე ზარნაძე

5.       

ფარმაციის მენეჯმენტი

(სავალდებულო –ინგლისური)

 

15

ვაჟა ერიაშვილი

ნანული დუღაშვილი

6.       

ფარმაცევტული ანალიზი

(სავალდებულო –ინგლისური)

 

15

 

თამარ ჩიკვილაძე

7.       

ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები

(სავალდებულო – ინგლისური)

 

 

15

 

 

ალიოშა ბაკურიძე

8.       

კლინიკური ფარმაცია

(სავალდებულო –ინგლისური)

 

15

თამაზ ჭუმბურიძე

ნინო ნემსიწვერიძე

9.       

პედიატრიული რეაბილიტაცია (სავალდებულო –ინგლისური)

 

 6

ირმა მანჯავიძე

ზეინაბ სოფრომაძე

10.    

რეაბილიტაციაში მრჩეველი

 5

ირინე ზარნაძე

11.    

რეაბილიტაცია სპორტში

(სავალდებულო –ინგლისური)

 

12

 

ლელა მასხულია

რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1.    განცხადება თსსუ–ის რექტორის სახელზე (დანართი 1);

2.    შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 2);

3.   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი (ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შესახებ);

4.   პირადობის მოწმობის ასლი;

5.    ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათის ასლი;

6.    2 ფოტოსურათი (3X4) - ელ. ვერსია;

7.    ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

რეგისტრაციის ვადაა: 04.09.2023 – 14.09.2023

10:00–დან 17:00 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურში (მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №33, III სართული, ოთახი  № 313).  

განცხადების და სააპლიკაციო ფორმის ნიმუში თან ერთვის (დანართი 1; დანართი 2).

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სამსახურს, ტელ.: 254 24 66.