საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს
განცხადება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
რექტორის არჩევნების გამოცხადებისა და დანიშვნის შესახებ
თსსუ-ის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თსსუ-ის რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, 2023 წლის 30 ნოემბერს დაინიშნა რექტორის არჩევნები. რექტორობის კანდიდატებმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარმოადგინონ: განცხადება; პირადობის მოწმობა ან პასპორტი, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (ჯანდაცვის მიმართულებით) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე, ჯანდაცვის მიმართულებით, მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; კანდიდატის სამოქმედო გეგმა.
თსსუ-ის რექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 17 ნოემბერს და დასრულდება 2023 წლის 24 ნოემბერს. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა და 23 ნოემბრისა (უქმე).
მის. ვაჟა-ფშაველას 33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 206. ტელ: 2 542443