უცხოური დარგობრივი ენის პირველი სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

უცხოური დარგობრივი ენის პირველი სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

2018 წლის 2 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოური ენების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა უცხოური დარგობრივი ენის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მიზანი გახლდათ სტუდენტების აქტიური ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში და სხვადასხვა დარგობრივ ენაზე მოხსენებების წარმოდგენა შემდეგი თემატიკის მიხედვით: მედიცინის უახლესი მიდგომები, მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, დაავადებები და სინდრომები და პროფესიული დაავადებები. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტმა, მათ შორის იყვნენ უცხოელი სტუდენტებიც. 

შიდა საუნივერსიტეტო კონფერენცია გახსნა უცხოური ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქალბატონმა ნინო აბრალავამ. ქალბატონმა ნინომ მადლობა გადაუხადა სტუდენტებს კონფერენციაში მონაწილებისთვის და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა მათ. მან ხაზი გაუსვა  უცხოური ენის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში, რომელიც აუცილებელია წარმატებისთვის, რადგან დღევანდელ სამყაროში პროფესიული წინსვლა უცხოური ენების კარგად ფლობის გარეშე წარმოუდგენელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის კონფერენციები ხელს შეუწყობს სტუდენტების სამომავლო განვითარებასა და წინსვლას. 

სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ასევე სიტყვით მიმართა ასისტენტ-პროფესორმა ქალბატონმა მაკა ტატიშვილმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ უცხოური დარგობრივი ენის სტუდენტური კონფერენცია ტრადიციულ სახეს მიიღებს. მან აღნიშნა, რომ სამედიცინო სფეროს სტუდენტებისთის ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო ტერმინოლოგიის მაღალ დონეზე ფლობა. სწორედ ამისთვის არის საჭირო მსგავს კონფერენციებში სტუდენტების მონაწილეობა, აზრების გაზიარება და კომუნიკაცია. 

 კონფერენციის ორგანიზატორმა და უცხოური ენების ცენტრის ინგლისური ენის ლექტორმა თინათინ ბუბუტეიშვილმა  წარადგინა კონფერენციის პროგრამა, რომლის მიხედვით  მუშაობა წარიმართა ოთხ სექციად - ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული ენების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე სტუდენტების გამოსვლა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თითოეულ სექციას ჰყავდა ხელმძღვანელი და ჟიური, რომელიც აფასებდა სტუდენტებს.  პროფესორ-მასწავლებელებსა და სტუდენტებს საშუალება მიეცათ საკუთარი აზრის გამოთქმის, კითხვების დასმისა და დისკუსიის შესაძლებლობა.

თითოეული ენის სექციაში გამოვლინდა საუკეთესო მოხსენებები:

ინგლისური ენა (აღნიშნული სექცია დაყოფილი იყო სამ ნაწილად)-

I ლევან ბაჯელიძე, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„პარანოდიული შიზოფრენია“;


I გიორგი ტვილდიანი, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია,       პირველი კურსი-„სამედიცინო ტექნოლოგიები“;

II ანასტასია ოსიყმაშვილი, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„ღეროვანი უჯრედის თერაპია-ახლა და მომავალში“;

II მერი ფიფია, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„დნმ-ის ცვლილებების ახალი შესაძლებლობები“;

II იანა დოლიძე, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

 „მომავლის მედიცინა-ბიონიკური კიდურები“;

 II გიორგი ფოჩხუა, მედიცინის ფაკულტეტი, მეორე კურსი-

„მარიხუანაზე დამოკიდებულება“;

II ანა ოსიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტი, მეორე კურსი-

„შფოთვითი აშლილობების  ბიოქიმიური და გენეტიკური ასპექტები“;

III ციცი მაისურაძე, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„შენი უკეთესი ტვინი“;

III ნიკა ხუციშვილი, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„ჰიპოპლასტიკური მარცხენა  გულის მარცხენა საკნების 

სინდრომი“;

III ნინო ჭელიძე, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„კორონარული არტერიის დაავადება“;

III მარიამ თვაური, მედიცინის ფაკულტეტი, მესამე კურსი-

„გულის უკმარისობის მკურნალობის ახალი მეთოდები“;

III ანა ბაცანკალაშვილი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი, მესამე კურსი- „ყბების ოსტეომიელიტი“;

III მარიამ მაჭარაშვილი და ლალი ესებუა, მედიცინის ფაკულტეტი, მესამე კურსი-„ქრონიკული ტკივილი და ძილის დარღვევები პალიატიური მკურნალობისას“;

III ნატო წიკლაური, მედიცინის ფაკულტეტი, მეხუთე კურსი-

  „ინდივიდუალური მედიცინის მიდგომები“;

III ნათია ცერცვაძე, სტომატოლოგიის ფაკულტეტი, მეხუთე კურსი - „პლეომორფული ადენომა“.

უცხოელი სტუდენტები-

I სუქანია ფატი, მედიცინის ფაკულტეტი, მეექვსე კურსი-

„ენდომეტრიოზი ენიგმა და ლაპარასკოპია კიევრისტიკა“;

II ლაკიტა რანტავეერა, მედიცინის ფაკულტეტი, მესამე კურსი-

„იმუნიზაცია შრი-ლანკაში“. 

გერმანული ენა-

 I კახა ბრეგვაძე, მედიცნის ფაკულტეტი, მეექვსე კურსი-

„ნეკრობიოზული ქსანთოგრანულომა: სიახლეები პათოგენეზსა და თერაპიაში”;

  II მარიამ შალიკაშვილი,მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„მუსიკალური კეთილხმოვანება, როგორც თერაპია”;

  III ქეთევანი ფევაძე, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„ექსპერიმენტული კვლევები  ცხოველებზე”.

რუსული ენა- 

 I ირინა სელეპანოვა, მედიცინის ფაკულტეტი, მეხუთე კურსი-

„ენდომეტრიოზი. ენდომეტრიოზის დაიგნოსტიკისა და მკურნალობის    თანამედროვე მეთოდები”;

I ხატია ცირეკიძე, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„სახის ტრანსპლანტაცია;

II ანა ხურციძე, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„ადამიანის ტვინი”;

II ანგელინა გულბანი, მედიცინის ფაკულტეტი, პირველი კურსი-

„Hsp70-სითბური შოკის ცილა, რომელმაც დაგვაახლოვა კიბოზე გამარჯვებასთან”.

ფრანგული ენა- I თამარ ცეცხლაძე, მედიცინის ფაკულტეტი, მესამე კურსი-

„კავასაკის სინდრომი”;

II ნუცა ჭიღრაძე da მარიამ ახმეტელი, მედიცინის ფაკულტეტი, მესამე კურსი- საკვერცხეების კეთილთვისებიანი სიმსივნეები”.

კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტების ნაშრომები დაიბეჭდება თსსუ უცხოური ენების ცენტრის სტუდენტთა ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულში. ასევე კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. კონფერენციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია და შეჯამდა სექციებში მუშაობა.