ზაფხულის სკოლა ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ზაფხულის სკოლა ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა), 2019 წლის 17-30 ივლისს  იწვევს თსსუ-ის  სტუდენტებს  ,, სტუდენტთა საერთაშორისო XIV ზაფხულის სკოლაში“ მონაწილეობის  მისაღებად. 

სტუდენტების უკრაინის ტერიტორიაზე აეროპორტიდან ტრანსფერს, განთავსებას და კვებას   უზრუნველყოფს  მასპინძელი მხარე. 

პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა,  2019 წლის 28 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, მიმართეთ თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

მისამართი: ვაჟა–ფშაველას 33, ადმინისტრაციული კორპუსი, IV სართული, ოთახი N 419. ტელ. 254 24 48.