თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია MEDINE2-ის დასკვნით გენერალურ სხდომაზე დიდ ბრიტანეთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია MEDINE2-ის დასკვნით გენერალურ სხდომაზე დიდ ბრიტანეთში

2012 წლის 13-15 სექტემბერს ქ. ედინბურგში (დიდი ბრიტანეთი) გაიმართა MEDINE 2-ის დასკვნითი გენერალური სხდომა, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია...


სამუშაო ჯგუფების წევრთა გარდა, სხდომას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ბატონი ჰოვარდ დევისი, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი მადალენა პატრიციო, ამავე ასოციაციის გენერალური მდივანი, მსოფლიოში ცნობილი სამედიცინო განათლების ექსპერტი, ბატონი რონალდ ჰარდენი.

თსსუ-ს დელეგაცის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს MEDINE 2-ის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, დაასრულეს დიპლომამდელი სამედიცინო განათლების კურსდამთავრებულთა კომპეტენციების დეტალიზაცია და შეავსეს სპეციალური კითხვარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე სამედიცინო განათლების მოდერნიზაციის შესახებ.

გენერალური სხდომის დასასრულს, MEDINE 2-ის პრეზიდენტმა, პროფესორმა მაალან კუმინგმა დადებითად შეაფასა სამუშაო ჯგუფების მუშაობა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წვლილი მიმდინარე პროცესებში.

დაისახა სამომავლო სტრატეგიები, რომელთა განხორციელება მოხდება თსსუ–ში ახალი თემატური ქსელის - MEDINE 3-ის შექმნის შემდეგ, რაც 2013 წლისათვის იგეგმება.