თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს უსასყიდლოდ გადაეცა სამედიცინო აპარატურა და მულაჟები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს უსასყიდლოდ გადაეცა სამედიცინო აპარატურა და მულაჟები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამა „შენარჩუნება“–სა (USAID SUSTAIN) და ჯორჯ სნოუს ინსტიტუტს (JSI) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2012 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს უსასყიდლოდ გადაეცა სამედიცინო აპარატურა და მულაჟები:

მრავალფუქნციური გინეკოლოგიური მოდელი „ZOE“ (2 ერთეული);
ვაკუუმის დახმარებით მშობიარობის სიმულატორი – ახალშობილის ჭიპლარითა და პლაცენტით (2 ერთეული);
სპირალის ჩადგმის მოდელი – საშვილოსნოს მოდელი (2 ერთეული);
მხრის იმპლანტის ჩადგმის მოდელი (2 ერთეული);
სამშობიარო სიმულატორი – მენჯი და ახალშობილი (2 ერთეული);
მრავალფუქნციური საინექციო მხრის მოდელი – ინტრავენური, ინტრამუსკულური, კანქვეშა (2 ერთეული).

მულაჟები და სიმულატორები კლინიკური უნარჩვევების ცენტრს გადმოსცა ამერიკის განვითარების სააგენტოს პროგრამა „შენარჩუნება“–სა (USAID SUSTAIN) და ჯორჯ სნოუს ინსტიტუტს (JSI) პროგრამის კოორდინატორმა, ქალბატონმა ლიკა უმიკაშვილმა.

ახალი მულაჟების მიღება გაზრდის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის შესაძლებლობებს და სტუდენტებისათვის მულაჟებზე მუშაობის ხელმისაწვდომობას.