უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ეწვივნენ. სასწავლო კვირეულის განმავლობაში უცხოელმა კოლეგებმა სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები საბაზისო და კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სფეროში.

პროფესორი რონალდ ბლეისი - უტრეხტის სამედიცინო უნივერსიტეტი (ნიდერლანდი) ანატომიის ფაკულტეტი:
,,სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში“;
,, ავტონომიური ნერვული სისტემა’’;
,,მხრის და მუხლის სახსარი“;
,,საფეთქელ–ზედა ყბის სახსარი“;
,, საზარდულის არხი“;
,,ლიმფური სისტემა’’.

 
 
 
 
 
 

პროფესორი ფრიდჰელმ ვავროშეკ - ოლდენბურგის (გერმანია) უროლოგიური კლინიკა:
,,პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, ურინარული ციტოლოგია”;
,,სტანდარტული მეთოდი უროთელიალური ავთვისებიანი წარმონაქმნების გამოსავლენად’’.

პროფესორი აჯაი ჩავანი - ოლდენბურგის (გერმანია) რადიოლოგიისა და დიაგნოსტიკის ინსტიტუტი:
,,ღვიძლის სიმსივნის ადგილობრივი და რეგიონული თერაპია“;
,,აორტის ანევრიზმისა და დისექციის ინტერვენციული მკურნალობა“;
,,პერიფერიული სისხლძარღვოვანი დაავადებების მკურნალობა“.

პროფესორი სამი ბაჰნა - ლუიზიანას (აშშ) უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
,,იმუნოდეფიციტის მქონე ავადმყოფის კლინიკური მანიფესტაცია“;
,,იმუნოდეფიციტის ლაბორატორიული მანიფესტაცია“;
,,სისტემური ანაფილაქსია“;
,,მედიკამენტური ალერგია“.

პროფესორი დიეტრიხ კაბელიცი - კიელის (გერმანია) კრისტიან ალბრეხტის უნივერსიტეტი, იმუნოლოგიის ფაკულტეტი:
„თანდაყოლილი იმუნიტეტი“;
„კონვენციური და არაკონვენციური T- ლიმფოციტები“;


პროფესორი სანჯივ გუფთა - ნიუ-იორკის (აშშ) იეშივას უნივერსიტეტის მედიცინისა და პათოლოგიის კოლეჯი:
,,ღვიძლის რეგენერაციისა და ჰეპატოციტების პროლიფერაციის მექანიზმები“.

პროფესორი რავი ნაირი - კლივლენდის (აშშ) ჰოსპიტალი:
,,წმვავე კორონარული სინდრომის მართვა“;
,,მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდგომი გართულელბების მართვა“;
,,გულის მკურნალობა ღეროვანი უჯრედებით“;
,,კორონარული არტერიების სტენტები მწვავე კორონარული სინდრომის მართვისას“;
,,მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტისა და კარდიალური შოკის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“.

პროფესორი ელი მაგენი - ნეგევის (ისრაელი) ბენ გურიონის უნივერსიტეტი:
,,ჭინჭრის ციება“;
,,ქვინკეს შეშუპება“;
,,აივ/შიდსი“.

პროფესორი ტორელო ლოტტი - ფლორენციის (იტალია) უნივერსიტეტი:
,,პიგმენტური დარღვევები“.

პროფესორი კარენ კანდის მაქკოი - ტაფტის უნივერსიტეტი (აშშ) ბურლინგტონი, მასაჩუსეტსი:
,,დერმატოლოგიის თანამედროვე ასპექტები“.


პროფესორი მარტინ რიტცენი - კაროლინას (შვედეთი) სამედიცინო უნივერსიტეტი:
,,ზრდა და ზრდასთან დაკავშირებული დარღვევები“;
„პუბერტაცია და მისი დარღვევები“;
„ავადმყოფის გასინჯვა და ანამნეზის შეგროვება ენდოკრინული დაავადებების დროს“;
„ტესტიკულური ფუნქცია, ნორმალური და პათოლოგიური განვითარება“;
„სომატური სქესობრივი დიფერენციაცია“.

პროფესორი მაიკლ სპერლინგი - ჯეფერსონის (აშშ) სამედიცინო კოლეჯი:
,,ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა“.

პროფესორი ჯანფრანკო გორი - ფორლის (იტალია) ჰოსპიტალის დედათა და ბავშვთა განყოფილების ხელმძღვანელი:
,,ეპილეფსია ბავშვებში, მკურნალობის თანამედრონე მეთოდები’’.

პროფესორი სიგდემ ოზკარა - სტამბულის (თურქეთი) უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ნერვოლოგიის დეპარტამენტი:
,,თერაპიული საკითხები ეპილეფსიით დაავადებული ქალების მკურნალობისას“.

პროფესორი უილიამ გილარდი - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი (აშშ) მედიცინის ფაკულტეტი:
,,ეპილეფსია ბავშვებში“.