ჩემპიონატი მინი –ფეხბურთში

ჩემპიონატი მინი –ფეხბურთში

2012 წლის 15–17 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „სპორტულ მოედანზე“, სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით, გაიმართა ჩემპიონატი მინი –ფეხბურთში.
გამოვლინდა 3 საპრიზო ადგილი:

I ადგილი – „ბილწი რამირესი“;
II ადგილი – „რეალი“;
III ადგილი – „Tbiliso City“.

საუკეთესო მეკარის წოდება მიენიჭა მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტს გიორგი ლოლუას, ხოლო საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა მედიცინის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი ცოტნე ნანიტაშვილი.

გამარჯვებულ გუნდებს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გადასცეს სიგელები, მედლები და თასები.