„The Doctor“

„The Doctor“

2012 წლის 11 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“, თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, გაიმართა, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რენდა ჰეინსის ფილმის ჩვენება „The Doctor“.
ფილმი აღწერს განათლებული, მდიდარი გამოცდილების მქონე ქირურგ ჯეკ მაკის ცხოვრებას, მის გულგრილ დამოკიდებულებას პაციენტების მიმართ, სანამ თავად არ აღმოჩნდება პაციენტის ადგილზე. სიუჟეტის მიხედვით, ექიმს დაუდგენენ დიაგნოზს „ყელის კიბო“, რის შემდეგაც ჯეკ მაკი სხვა თვალით უყურებს სამყაროს.

ფილმმა დიდი დაინტერესება მოიპოვა სტუდენტებში. ფილმის ჩვენების დასასრულს გაიმართა დისკუსია.