თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, გიორგი აბესაძის ვიზიტი ერზერუმის ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთი)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, გიორგი აბესაძის ვიზიტი ერზერუმის ათათურქის უნივერსიტეტში (თურქეთი)

2012 წლის 12-17 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე იმყოფებოდა ერზერუმში (თურქეთი), სადაც ათათურქის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა აბრეშუმის გზის საუნივერსიტეტო კონსორციუმის ღონისძიებები.

აღნიშნულ ღონისძიებაზე გიორგი აბესაძემ წარადგინა მოხსენება “ახალი წარმატებული პროექტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში’’. დაესწრო ევრაზიის აბრეშუმის გზის საუნივერსიტეტო კონსორციუმის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

   

1. აბრეშუმის გზის სამეცნიერო ქარავნის ეგიდით წარმოებული კოლაბორაციული პროექტების ინიცირება და ამ მიზნით:
რეალიზაციისათვის საჭირო გუნდების შედგენა;
ფინანსირების წყაროების მოძიება;
როგორც ერთობლივი, ასევე კონსორციუმის წევრი ქვეყნებისათვის ცალკეული პროექტების დაფინანსება და წარმოება.

2. კონსორციუმის საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭების შესახებ.
3. მომავალი აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრის შესახებ (სავარაუდოდ 2013 წლის იანვარი, მალაიზია).
4. ევრაზიის აბრეშუმის გზის საუნივერსიტეტო კონსორციუმის ყოველწლიური შეხვედრის და აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ჩატარების შესახებ (2013 წელის იანვარი, მონღოლეთი).
5. აბრეშუმის გზის ცივილიზაციის ფორუმები – აღმოსავლეთ ანატოლიის და სამხრეთ კავკასიის კულტურები (2012 წლის 10-13 ოქტომბერი, ერზერუმი, თურქეთი).
6. მომავალი ზამთრის სამიტის შესახებ (სავარაუდოდ 2013 წლის იანვარი, მალაიზია).
7. აღმასრულებელი კომიტეტის წინა სხდომების გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.