სასწავლო წელი თსსუ-ის ფრენბურთელთა წარმატებით დაიწყო!

სასწავლო წელი თსსუ-ის ფრენბურთელთა წარმატებით დაიწყო!

2012 წლის სექტემბერში ჩატარდა სტუდენტური ტურნირი პლაჟის ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტისა და ფრენბურთის ფედერაციების ორგანიზებით, თბილისის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
მონაწილეობა მიიღო გოგონებისა და ვაჟების 8-8 გუნდმა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდებმაც.

ფინალური შეხვედრები 28 სექტემბერს გაიმართა, სადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ვაჟებში - III, ხოლო გოგონებში IV ადგილები დაიკავეს.

ტურნირის დასასრულს გამარჯვებულები, თასებთან და მედლებთან ერთად, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.