თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან

2012 წლის 24 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა უნივერსიტეტის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სექტორის პირველ და მეორეკურსელებს. შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ ხუთივე ფაკულტეტის დეკანი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პირველკურსელებს მიეწოდათ ინფორმაცია პრიორიტეტების და შესაძლებლობების შესახებ, პირველკურსელებმა გამოხატეს აზრი სასწავლო პროცესის შესახებ.

   

2012 წლის 14 ნოემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ინდოეთიდან ჩამოფრინდება 150 ინდოელი სტუდენტი, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველკურსელები არიან, აგრეთვე 16 შრი–ლანკელი სტუდენტიც, რომელთაც მოკლე ხანში დაემატება კიდევ 94 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტი. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ინდოეთის პარტნიორი მომზიდავი კომპანია „Om Consultants“-ი უკვე 9 წელია თანამშრომლობს და ყოველწლიურად თსსუ–ში სასწავლებლად 200–ზე მეტი ინდოელი სტუდენტი ჩამოჰყავს.

უკანასკნელი 3 წლის მანძილზე უნივერსიტეტში 7–ჯერ გაიზარდა უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა, რომელთა რიცხვმაც მიმდინარე სასწავლო წელს 1400–ს გადააჭარბა.

   

 

გაფართოვდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების გეოგრაფიული არეალიც – უნივერსიტეტში ამჟამად მსოფლიოს 41 ქვეყნის მოქალაქე სწავლობს (ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, რუსეთი, ინდონეზია, გერმანია, ესპანეთი, ისრაელი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, შრი–ლანკა, ინდოეთი, სირია, თურქეთი, ნიგერია, ირანი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ნეპალი, ეთიოპია, და სხვ).