ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) საბჭოს შემოდგომის სხდომა ქ. ადანაში (თურქეთი)

ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) საბჭოს შემოდგომის სხდომა ქ. ადანაში (თურქეთი)

2012 წლის 1–დან 3 ნოემბერამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი გივი ჯავაშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) საბჭოს შემოდგომის სხდომაზე ქ. ადანაში (თურქეთი).

სხდომაზე განიხილეს საკითხები რომელიც ეხებოდა: 

 

  • განათლების სფეროში წარმოებულ კვლევებს;
  • ძირითად (დიპლომამდელი) სამედიცინო განათლების კომიტეტს;
  • სპეციალობაში (დიპლომისშემდგომი) მზადების კომიტეტს;
  • უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების კომიტეტს;
  • წევრების მომსახურების კომიტეტს.


პროფესორი გივი ჯავაშვილი აგრძელებს მუშაობას საბჭოს ძირითად (დიპლომამდელი) სამედიცინო განათლების კომიტეტში: გამოაქვეყნა შედეგები კვლევისა – „მედიცინის სწავლების ძირითადი საკითხები ევროპის უნივერსიტეტებში“, სტატია „ევროპის ზოგადი პრაქტიკის ჟურნალში“ (Europian Jurnal of General Practice, December 2011, Vol.17, N.4).

მიმდინარეობს კომიტეტის მუშაობა, რომლის პრიორიტეტია კვლევის დასრულება ევროპის უნივერსიტეტებში საოჯახო მედიცინის სწავლების სტრუქტურისა და კლინიკაში როტაციების თავისებურებების შესახებ.

ამჟამად ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) საბჭო აგრძელებს მუშაობას ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის ახალი ევროპული განმარტების სამუშაო ჯგუფში.

ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) საბჭოს ახალი წევრების განხილვისას, საქართველოდან დამტკიცდა 5 ახალი წევრი და ამჟამად საბჭოში საქართველოდან 29 ოჯახის ექიმთა მასწავლებელია გაწევრიანებული. სადღეისოდ (EURACT)–ში გაწევრიანებულია 40–მდე ევროპული ქვეყანა.

ოჯახის ექიმთა ევროპული აკადემიის (EURACT) საბჭოს მომდევნო სხდომა გრაცში (ავსტრია) 2013 წლის 4–7 აპრილს ჩატარდება.