კანადელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

კანადელი პროფესორების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

151112_KANADELEBI_42012 წლის 13-16 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია კანადის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით:  მაკ გილის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანკო კარნევალე, მონრეალის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური ბიოეთიკოსი, პროფესორი, ჰაროლდ რიჩი, რომლებმაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  და გივი ჯვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  სტუდენტებისა   და აკადემიური პერსონალისათვის წაიკითხეს ლექციები:

  • ,,კლინიკური ეთიკა პედიატრიაში“;
  • „ბიოეთიკის კომიტეტების როლი  პედიატრიულ  სამედიცინო   მომსახურებაში“;
  • „კლინიკური ეთიკის კომიტეტები და საკონსულტაციო მომსახურება“;
  • „გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მორალური პრინციპები“;
  • „ბავშვებზე კვლევის ჩატარების ძირითადი ეთიკური პრინციპები“;
  • „კითხვები ეთიკის შესახებ დისკუსიისათვის“;
  • „თანხმობა პედიატრიულ კვლევაში“;
  • „პედიატრიული კლინიკურ-ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება“. 
151112_KANADELEBI_1 151112_KANADELEBI_2 151112_KANADELEBI

სალექციო საკითხებმა გამოიწვია დიდი ინტერესი სტუდენტებს შორის; შეხვედრები იყო ინტერაქტიული  და გამოირჩეოდა კითხვების სიმრავლით.

ვიზიტის ფარგლებში, კანადელი კოლეგები შეხვდნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას.  შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის  მოადგილე,  პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, ირმა მანჯავიძე, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლია ძიძიგური და კლინიკის ასისტენტ–პროფესორი თინა კუტუბიძე.

შეხვედრაზე კანადელი კოლეგები გაეცნენ  თსსუ-ს სტრუქტურას,  ტრადიციებს და უნივერსიტეტის მიღწევებს, დაინტერესდნენ საქართველოს კანონმდებლობით,  რომელიც დაკავშირებულია ბიოეთიკის საკითხებთან, განიხილეს  შემდგომი  ურთიერთანამშრომლობის საკითხები.

 151112_KANADELEBI_4