ყირგიზეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ყირგიზეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 22 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია, ყირგიზეთის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ყირგიზ-სლავური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანეს ზარიფიანი; ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კათედრის ხელმძღვანელი, დოცენტი ტამარა ნელუბოვა; ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის კათედრის დოცენტი, ლილია პანტელეევა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და მოადგილე ირინა კაპეტივაძე,  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვები“-ს დირექტორი ჯაბა ნაჭყებია.

ყირგიზეთის დელეგაცია გაეცნო თსსუ-ის სტრუქტურას, სასწავლო პროგრამებს, დიპლომისშემდგომი განათლების საკითხებს, გაცვლით პროგრამებს, უნივერსიტეტში ჩარიცხვის მექანიზმს.  დელეგაციის წევრების განსაკუთრებული ინტერესი  გამოიწვია  თსსუ-ში არსებულმა უცხოენოვანმა პროგრამებმა და სწავლის მეთოდებმა.

დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს ვიზიტის მნიშვნელობის,  გამოცდილების გაზიარებისა და  სწავლების ახალი  მეთოდების დანერგვის შესახებ.  

დაიგეგმა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.