თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორის ლუიზა გაბუნიას მივლინება კიევში (უკრაინა)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორის ლუიზა გაბუნიას მივლინება კიევში (უკრაინა)

2012 წლის 25-28 ნოემბერს კიევში (უკრაინა) მიმდინარეობდა  ტემპუსის პროექტის - "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში” - MUMEENA-ს კონფერენცია, სადაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდა თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი,  პროფესორი ლუიზა გაბუნია. 

პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ წარმოადგინა მოხსენება - “სამეცნიერო უნარჩვევების განვითარება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში”. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბრიტანელი, ესპანელი, იტალიელი, უკრაინელი დაAაზერბაიჯანელი კოლეგები. 

კონფერენციის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ქართველი კოლეგის  მიერ წარმოდგენილი მოხსენება-პრეზენტაცია და აღნიშნეს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სრულად იცავს ბოლონიის პროცესის სტანდარტებს, რასაც ადასტურებს კლინიკური უნარჩვევებისა და სამეცნიერო უნარჩვევების ცენტრის,  პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგ-ცენტრის შექმნა და განვითარება. 

დადებითად შეფასდა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლაბორაცია. აზერბაიჯაბნელმა და უკრაინელმა კოლეგებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გაითვალისწინებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდილებას  და  აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ  MUMEENA–ს პროექტის განვითარებაში.