„შიდსის საერთაშორისო დღე“

„შიდსის საერთაშორისო დღე“


2012 წლის 30 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით „შიდსის საერთაშორისო დღე“ აღინიშნა.

პირველად სამედიცინო უნივერსიტეტის I სასწავლო კოპრუსში მსურველებმა უფასოდ ჩაიტარეს სკრინინგ ტესტი აივ–ინფექციაზე (კონფიდეციალურობის სრული დაცვით).

თსსუ–ის სასწავლო კორპუსების ეზოში დარიგდა საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები, ასევე, I სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერი დარბაზი“ ჩატარდა კონფერენცია „ერთად ვებრძოლოთ შიდსს“. კონფერენციაზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებს გაუზიარა ინფექციური პათლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ–კონსულტანტმა, მედიცინის დოქტორმა მაია ცინცაძემ.