წიგნი – „ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისი“

წიგნი – „ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისი“

საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა  არქიმანდრიტმა ადამმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა   მისი ავტორობით გამოცემული წიგნი – „ბიოეთიკა: გენეზისი, არსი, მერმისი“ (30 ეგზემპლარი).

წიგნის პრეზენტაცია 2012 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა.

ღონისძიებაზე ესწრებოდნენ: უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები, დარგში მომუშავე ქართველი და უცხოელი  მეცნიერ–ექსპერტები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები.

წიგნი  გამოიცა კონრად ადენაუერის სახელობის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით, განკუთვნილია სტუდენტებისა და ბიოეთიკის დარგით დაინტერესებულ პირთათვის.