სოურასკის სამედიცინო ცენტრის (ისრაელი) დანას ბავშვთა ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ იცხაკ ვინოგრადის ლექციები, ოპერაციები და კონსულტაციები თსსუ–ში

სოურასკის სამედიცინო ცენტრის (ისრაელი) დანას ბავშვთა ჰოსპიტალის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ იცხაკ ვინოგრადის ლექციები, ოპერაციები და კონსულტაციები თსსუ–ში

2012 წლის 12-16 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი,  სოურასკის სამედიცინო ცენტრის (ისრაელი) დანას ბავშვთა ჰოსპიტალის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი, რომელმაც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის  პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 13–14 დეკემბერს წაიკითხა ლექციები „თანამედროვე სამედიცინო მკურნალობის და ოპერაციების მეთოდები პედიატრიაში”.

პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა, საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად,  თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის  პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში კონსულტაცია გაუწია 12 პაციენტს; ხუთს ჩაუტარდა  სხვადასხვა სახის რეკონსტრუქციული ოპერაცია.