მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა პირველი ფესტივალი „ნიღაბი 2012“

მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა პირველი ფესტივალი „ნიღაბი 2012“

2012 წლის 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა პირველი ფესტივალი „ნიღაბი 2012”.

„მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია“ დაარსდა 2012 წელს. მან პირველად საქართველოში, ჩამოაყალიბა „მოყვარულ სტუდენტთა თეატრთა ფესტივალი „ნიღაბი“.  ფესტივალი ჩატარდება ყოველწლიურად  და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტების თეატრალური დასები“, –განაცხადა ფესტივალის ჩატარების ინიციატორმა,    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრის „ჰიგიას“ რეჟისორმა, თსსუ–ის პროფესორმა, ნათია გუჯაბიძემ.

პროგრამაში მონაწილეობა მიიღო  რამდენიმე უნივერსიტეტის მოყვარულ სტუდენტთა თეატრმა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  თეატრმა „ჰიგია”, კავკასიის უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სტუდენტურმა   თეატრმა  „დასი“,  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრმა  „სხვენი“, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „ალმა მატერი“ თეატრმა  „Dream Club“ და  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თეატრალურმა  დასმა.

ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა 10 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრ „ჰიგიას’ სპეკტაკლით „ომობანა“ . ფესტივალის წამყვანი გახლდათ  მსახიობი მარიამ ჯოლოგუა. ფესტივალში  მონაწილე  დასების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით: თამუნა ნიკოლაძე (მსახიობი), კახა მიქიაშვილი (მსახიობი), გოგი თოდაძე (რეჟისორი), ვანო ხუციშვილი (რეჟისორი), ბაჩო ჩაჩიბაია (მსახიობი),ნიკა წულუკიძე – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი,  (თეატრმცოდნე).

ჟიურის  მიერ გამოვლინდა გამარჯვებული 9 ნომინაციაში:

1. სოფო ღონღაძე _ ქალის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი  (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

2. გიგა გეგუჩაძე _ მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შემსრულებელი  (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

3. ანი ხოტელაშვილი _ ქალის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (კავკასიის უნივერსიტეტი);

4. მიხეილ კოხოძე _ მამაკაცის კომედიური როლის საუკეთესო შემსრულებელი (გრ.რობაქიძის უნივერსიტეტი. ალმა-მატერი);

5. თამარ ბადურაშვილი _ ქალის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)

6. ბაკურ ჟვანია _ კაცის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

7. ქეთევან ოქრიაშვილი _ ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);

8. რევაზ ჩხაიძე _ მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი);

9. ვახტანგ ძიგავა _ ფესტივალის აღმოჩენა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი).

10. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რჩეული გახდა სანდრო შენგელია (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი)

რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა 9 გამარჯვებულს. 2013 წლის სექტემბერში იგი დადგამს სპექტაკლს, სადაც მონაწილეობას მიიღებს 9 გამარჯვებული სტუდენტი და ასევე დაიმატა 1 სტუდენტი, რომელიც მისი რჩეული იყო – ლუკა ქიქავა (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი). 

ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა 17 დეკემბერს.

ფესტივალის ორგანიზატორები:

რევაზ ჩხაიძე – პრეზიდენტი;
ნათია გუჯაბიძე _ ვიცე პრეზიდენტი;
მარიამ ჯანელიძე;
მარიამ ქუტიძე;
სოფო ღონღაძე;
ზიზი მარგალიტაძე;
ვახო ძიგავა;
ლიკა გაბროშვილი;
ლუკა ქიქავა;
ოთარ ბუხრაშვილი;
ხატია სულაბერიძე.